„ბრიუსელში გამართული ვიზიტი, ვფიქრობ შეასრულებს მნიშვნელოვან დადებით როლს ევროკავშირთან და ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით“ - ქვეყნის პრემიერმა პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
ძირითადად, მედიის წარმომადგენლები ამ ვიზიტით და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხით დაინტერესდნენ.