შვეიცარია - ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაერო-ს ღონისძიებაზე

17 მარტი 2017, 00:00 3924 ნახვა

სერხიო ვიერა დე მილოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით ანჯელინა ჯოლი და ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე დაესწრნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების დამცველის - სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი - ანჯელინა ჯოლი სიტყვით გამოვიდა. ამავე საღამოზე იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ცნობილმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ანჯელინა ჯოლისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. ელისო ბოლქვაძე  ერთადერთი ქართველი არტისტია, რომელიც ‘’იუნესკოს მშვიდობის არტისტის’’ საპატიო ტიტულს ფლობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი