უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 64 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

22 თებერვალი 2024, 10:11 456 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 64 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 113  საჰაერო დარტყმა, 105 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ „შაჰედის“ ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინულმა ძალებმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში 8 დრონი გაანადგურეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი