ქობულეთში სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია შესული.
პროექტის მიხედვით მიმდინარე წელს დავით აღმაშენებლის გამზირზე და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 5-მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 782-ათას ლარია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით შენობების ფასადის რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება შენობების გარე დიზაინიც, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება და სხვადასხვა საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციასაც მოიცავს მომავალში.
როგორც ქობულეთის მერი აცხადებს, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალიტეტში 2025 წელს სრულად დასრულდება.