ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას დღეს შეხვდა.