საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.
დღის მეორე ნახევარში კი ქართული დელეგაცია ნატო-ს შტაბბინაში გადაინაცვლებს. პრემიერის დისკუსია დაგეგმილია იენს სტოლტენბერგთანაც.
გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.