ნავალნის დედა შვილის ცხედრის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს

21 თებერვალი 2024, 14:34 462 ნახვა

ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქალაქ სალეხარდის სასამართლოში ლუდმილა ნავალნაიას სარჩელის განხილვა 4 მარტს დახურულ სხდომაზე მოხდება.

გუშინ ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი დაებრუნებინა, რათა შვილი დაეკრძალა.

რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს საპატიმროში გარდაიცვალა. მისი ოჯახისთვის ცხედარი ამ დრომდე არ გადაუციათ და არც უჩვენებიათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში