ისრაელის სარაკეტო იერიში დამასკოზე

21 თებერვალი 2024, 14:34 450 ნახვა

სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ისრაელის მიერ გასროლილი რამდენიმე რაკეტა სირიის დედაქალაქ დამასკოს კაფრ სოუსის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ამ რაიონში განთავსებულია   საცხოვრებელი სახლები, სკოლები და ირანული კულტურული ცენტრები და იგი დიდი, მკაცრად დაცული საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად მდებარეობს, რომელსაც უსაფრთხოების სააგენტოები იყენებენ.

დამასკოს ეს რაიონი 2023 წლის თებერვალშიც გახდა ისრაელის თავდასხმის სამიზნე, რომელმაც მაშინ  ირანელი სამხედრო ექსპერტები იმსხვერპლა. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე  საცხოვრებელ კორპუსი იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დასავლური მედია კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი დაღუპულის შესახებ იტყობინება. ისრაელს  მომხდარზე  კომენტარი არ გაუკეთებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი