„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია. ესენი არიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.
ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.
დღესვე პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
ბარვენაშვილი დეპუტატად 91 ხმით დაამტკიცეს.