სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და საქართველოს საბჭოს სხდომას ეხმიანება.
„დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაზე განვიხილავთ მომდევნო ფაზას, 2023 წლის დეკემბრის ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ. გასათვალისწინებელია 2023 წლის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციებში მოცემული 9 ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, - წერს ვარჰეი სოციალურ ქსელში X.