პოლიტიკური განცხადებები

20 თებერვალი 2024, 14:19 403 ნახვა

პარლამენტის  საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე  პარლამენტარებმა  პოლიტიკური  განცხადებები  გააკეთეს.

აქცენტი  გაკეთდა  მიხეილ სააკაშვილის  შეწყალებაზე. ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ   ევროპარლამენტში  ხელმოწერები   გროვდება   სალომე ზურაბიშვილის   დასარწმუნებლად, რათა მან   ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს.  

ოპოზიციონერი  დეპუტატების  ნაწილი კი   პარლამენტის  ტრიბუნებიდან მიმართავს  პრეზიდენტს  სააკაშვილის შეწყალებისთვის.  აქცენტი გაკეთდა ასევე   აჭარაში  მეწყერსაშიში  ზონებში  უსაფრთხოების პრევენციაზე.

მოითხოვეს რესპუბლიკური საავადმყოფოს  პრობლემების დროულად მოგვარება და  დეპუტატებისგან  არაერთი კრიტიკა  გაჟღერდა  ხაზარაძის  წინასაარჩევნო  პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციებსა და  პენსიების ზრდას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი