საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მერვე სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი გაფართოების პოლიტიკაა.
მთავარი საკითხები იქნება სწორედ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, მათ შორის როგორ ასრულებს და შეასრულებს ევროპულ დავალებებს ირაკლი კობახიძის გუნდი და როგორი პოლიტიკური ამბიციები აქვს საქართველოს მთავრობას ქვეყნის მთავარ და მნიშვნელოვან საგარეო საკითხების იმპლემენტაციისთვის.
მანამდე კი ქვეყნის პრემიერმა შეხვედრები ევროინსტიტუციებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან პირისპირ ფორმატში აუდიენციით დაიწყო.