"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელვაჩაურის მერიას სოციალურად დაუცველი ოჯახების უყურადღებოდ დატოვებაში ადანაშაულებენ

20 თებერვალი 2024, 13:06 474 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელვაჩაურის მერიას სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომლებსაც მუნიციპალიტეტი საწვავი ბრიკეტებით ეხმარებოდა, უყურადღებოდ დატოვებაში ადანაშაულებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მერიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ოჯახების დროულად მომარაგება და გათბობის პრობლემა შეუქმნა.

ოპოზიცია ხელვაჩაურის მერს მოუწოდებს პროგრამის ბენეფიციარებს საწვავი ბრიკეტების ნაცვლად 1000 ლარი გადასცეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 53 ათასამდე სოციალური ქულის მქონე 300-მდე ოჯახია, რომლებსაც მერია საწვავი ბრიკეტებით უნდა დახმარებოდა, ამისათვის კი ბიუჯეტში 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხელვაჩაურის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა აცხადებენ, რომ სათბობი ბრიკეტებით წელს 375 ოჯახი დაკმაყოფილდება და მათი გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. მათივე ინფორმაციით, უკვე შეძენილია 222 ტონა ბრიკეტი. გასულ წელს კი მათივე განმარტებით, ოჯახებს გადაეცათ ასევე შეშა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში