ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა

18 თებერვალი 2024, 17:14 443 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა, კიდევ ერთხელ, მიულოცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი