საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება

18 თებერვალი 2024, 11:44 394 ნახვა

ეფ-ენ-სი საიბერ თრეველ 2024 დასრულდა. ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა.

ტრენინგში ქართველმა და ბრიტანელმა კიბერსპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი