იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს - სალომე ზურაბიშვილი 

18 თებერვალი 2024, 10:26 465 ნახვა

კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

"თუ ევროკომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად, შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას, შეეცადონ, წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კითხვაზე, როგორ აპირებს მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაშიც არ იციან, როგორ შეამცირონ პოლარიზაცია.

„ამ მხრივ, მე არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის, როგორ შეამციროს პოლარიზაცია, არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ, არც ამერიკამ.

 

გარკვეულწილად, ეს, ასევე, დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი