სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე 

17 თებერვალი 2024, 14:39 426 ნახვა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სპორტსმენის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

 

სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - აცხადებს პრემიერი.

 

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი, ევროპის ჩემპიონის ტიტული. იგი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი