ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ეკიპირება დაათვალიერა.
მინისტრი განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი და ჯავშანტექნიკის საცავები მოინახულა.