ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა

16 თებერვალი 2024, 15:35 576 ნახვა

ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა - ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის 16 თებერვალს მე-3 გამასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებული ნავალნი გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა, მან გონება დაკარგა.

უწყების განმარტებით, განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი