საქართველოს ტურისტული მაჩვენებლები 2023 წელს პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით 80% -ით აღდგა, თუმცა ქვეყანა მცირედით ჩამორჩება გლობალური ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რაც რეგიონის არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობით არის განპირობებული. – ამის შესახებ კვლევით და საინვესტიციო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის 2023 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.
მასში აღნიშნულია, რომ 2023 წელს ტურისტული ვიზიტების ყველაზე ძლიერი აღდგენა 2019 წელთან მიმართებით თურქეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა, 121% და 106%, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში ისრაელიდან ტურისტული ნაკადის კლების ტენდენცია შეინიშნება.
ამასთან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენა დაფიქსირდა, რამაც 2023 წელს 2019 წელთან შედარებით 87%-ს მიაღწია.
ქვეყანაში ვიზიტორთა მოგზაურობის აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მეზობელ აზერბაიჯანიდან ნარჩუნდება, რაც აზერბაიჯანში კოვიდ რეგულაციების გამო საზღვრის დახურით არის განპირობებული.
ამ ფონზე კვლევით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს მაღალბიუჯეტიანმა სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს და დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტს 58%-ს მიაღწიეს.