სასამართლომ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

16 თებერვალი 2024, 10:22 492 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი