ილია დარჩიაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

15 თებერვალი 2024, 21:00 440 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ნუმან კურტულმუშს შეხვდა.

„ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოს და თურქეთს შორის შესანიშნავი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი