„ზაზას დღიურები“ - ფილმის პრემიერა

15 თებერვალი 2024, 20:40 704 ნახვა

“ზაზას დღიურები” ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაც დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ფილმი ბათუმელ რეჟისორს ზაზა ხალვაშს ეძღვნება და მასში თავად რეჟისორის მიერ წაკითხული დღიურები და კადრს მიღმა ფილმის “ლოტო”-ს გადაღებების პროცესია ასახული. რეჟისორი ზაზა ხალვაში გადასაღებ მოედანზე მაშინ მისმა სტუდენტმა ნიკოლოზ ვერძაძემ გადაიღო, რომელიც დღეს ნაჩვენები “ზაზას დღიურების” რეჟისორია. 27 წუთიანი ფილმი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გადაიღეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში