კიდევ ერთი მეწყრული პროცესი განვითარდა ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ დიოკნისში. მიწის მასა შიდა საუბნო გზაზე საცხოვრებელთან ახლოს ჩამოიშალა. კიდევ ერთი ოჯახი გაყვანილია ალტერნატიულ საცხოვრებელში. მეწყერმა დააზიანა ასწლოვანი ნარგავები და შიდა გზები. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ხულოს მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის გაყვანილია 60-მდე ოჯახი, მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
პარალელურად კი მუშაობენ გეოლოგები. სწორედ ექსპერტების დასკვნაზეა დამოკიდებული რა სახის კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებულები.