ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებენ

14 თებერვალი 2024, 14:10 475 ნახვა

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საერთო რიცხვი დაუზუსტებელია, თუმცა სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს.

აცხადებს, რომ ემიგრაციის მზარდი ტენდენციების გამო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება თუ როგორ ჩაერთონ ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის არჩევნებში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი