ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე - განაჩენი დღეს გამოცხადდება

12 თებერვალი 2024, 14:55 677 ნახვა

9 თვიანი განხილვების შემდეგ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, რომელშიც გამოძიების მტკიცებით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები ფიგურირებენ, მოსამართლე კოტე ჭილაია განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე დასკვნითი სიტყვებს ისმენს.

ამ წუთებში დაცვის მხარე ცდილობს დაარწმუნოს სასამართლო გელა დავით და გიორგი ბაჟუნაიშვილების უდანაშაულობაში. მანამდე დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა პროკურორმა. მან დანაშაულის სიმძიმეზე ისაუბრა, შეაჯამა ის ბრალეულობა და მტკიცებულებები, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს.

დაცვის მხარე სიცრუეს უწოდეს ოქროს მოწმის ჩვენებას ბაჟუნაიშვილების წინააღდეგ და აცხადებს, რომ ალექსანდრე ახვლედიანი თავის სასარგებლო ინფორმაციას აძლევდა გამოძიებისას და სასამართლოს. ადვოკატების განცხადებით არ შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს ისეთი მოწმის ჩვენებას, რომელიც იტყუება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი