მთავრობის სხდომა

12 თებერვალი 2024, 14:12 455 ნახვა

მადლობით დაიწყო მთავრობის ახალმა მეთაურმა საკუთარი სიტყვა პირველ სხდომაზე. მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და მის წინამორბედს.

ვიცე-პრემიერობის თანამდებობაზე 3 მინისტრი წარადგინა, და მთავრობის 10 თვიანი პროგრამის ფარგლებში სამინისტროების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მიუსამძიმრა ბაღდადში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, დაზარალებულებს კი მხარდაჭერას დაპირდა.

სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერი, ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესებსაც შეეხო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი