გაზიფიცირების პრობლემა - ოპოზიციის განცხადება

12 თებერვალი 2024, 14:11 570 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქობულეთში,  სოფელს მუხაესტატეში ადგილობრივებს შეხვდნენ და გაზიფიცირების პრობლემაზე ისაუბრეს.

ოპოზიციის თქმით, სოფლებში ბუნებრივი აირით მომარაგება გასული წლიდან უნდა დაწყებულიყო, ამისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარიც გამოიყო, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.

მოსახლეობას კი აბონენტად რეგისტრაციის თანხა წინასწარ გადაახდევინეს.

ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. ქობულეთის მერიაში ამ ბრალდებების საპასუხოდ განცხადება არ გაკეთებულა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში