ბათუმის მერიის ინფორმაციით, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ქუჩა, მოეწყობა სანიაღვრე არხები და გარეგანათების სისტემა.
ასევე დაიგება დეკორატიული ფილები და ბეტონის საფარი.
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 მილიონ 727 ათას 193 ლარია გათვალისწინებული.