ისრაელმა რაფაში ავიაიერიშის პარალელურად სპეცოპერაცია დაიწყო

12 თებერვალი 2024, 10:18 443 ნახვა

ისრაელმა რაფაში ავიაიერიშის პარალელურად სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის დროსაც ორი  მძევალი  გაათავისუფლა.

რაფაში საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა 37 და დაშავდა ათობით ადამიანი. 

ისრაელის თავდაცვის ძალების,  შინ ბეტის უსაფრთხოების სამსახურისა და რაფაში პოლიციის სპეციალური განყოფილების ერთობლივი ოპერაციის შედეგად  გათავისუფლებულია  60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი  და 70 წლის ლუი ჰარე-განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა.  ორივე ჰამასმა 7 ოქტომბერს გაიტაცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი