მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

12 თებერვალი 2024, 10:12 467 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

საავტომობილო მიმოსვლა ხულოსა და ქედის თითქმის ყველა სოფელში, რომლებიც სტიქიის გამო ჩაკეტილი იყო აღდგენილია. დარჩენილია რამდენიმე მიმართულება, სადაც მუნიციპალიტეტების მერების ინფორმაციით, გზები უახლოეს დღეებში გაიწმინდება.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.  პირველ ეტაპზე აღდგენილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.

პრობლემები მაღალმთიანეთს 6 თებერვლის უხვმა ნალექმა შეუქმნა. მეწყერი არაერთ ლოკაციაზე განვითარდა. სტიქიას აჭარაში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე მუნიციპალიტეტიდან 200-მდე ოჯახია გაყვანილია ალტერნატიულ საცხოვრებელში, ადგილზე კი გეოლოგები მუშაობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი