აჭარის მაღალმთიანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. დამეწყრილ ტერიტორიებს სწავლობენ გეოლოგები.
სწორედ მათი დასკვნების საფუძველზე გახდება ცნობილი არის თუ არა უსაფრთხო ის საცხოვრებლები, რომელთა დატოვება ოჯახებს მოუწიათ. ასეთი კი 200-ზე მეტი ოჯახია.
შეფერხებები იყო, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე. სრულად არის აღდგენილი გოდერძამდე შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა, თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტითაა მოძრაობა დასაშვები.