უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოების განხორციელების მომდევნო ეტაპზე კულტურისა და სპორტის მინისტრმა მუზეუმისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში არსებული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს.