სავარაუდო სექსუალური ძალადობა შშმ არასრულწლოვან პირზე - ბრალდებული პატიმრობაში რჩება

10 თებერვალი 2024, 18:02 646 ნახვა

მოსამართლე კოტე ჭილაიამ ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა კაცი, რომელსაც გამოძიება წინასწარი შეცნობით  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი  პირის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავება. სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურა, რადგან საქმეში დაზარალებული არასრულწლოვანია. 

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა  დაცვის მხარე.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულის მიერ დასახელებული დანაშაულის ჩადენის დღეს, ბრალდებული ქალაქში არ იმყოფებოდა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით  არ საუბრობს პროკურორი.

ცნობისთვის, შემთხვევა ქობულეთში მოხდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი