„ძაღლი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგა.
,,სპექტაკლის მიზანია მაყურებელი დააფიქროს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ცხოველების მიმართ დამოკიდებულება, ერთგულება, მზრუნველობა, მეგობრობა და სიყვარული'' - ამბობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.
87-ე თეატრალური სეზონის მეორე საპრემიერო ჩვენება დღეს და ხვალაც გაიმართება.