თავდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიო ხედვა, როგორ განვითარდეს თავდაცვის შესაძლებლობები, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეფექტიანად უზრუნველვყო გეგმების აღსრულება - ირაკლი ჩიქოვანი

09 თებერვალი 2024, 16:59 464 ნახვა

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რა გეგმებით უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი თვალსაზრისით, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო ამ გეგმების აღსრულება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ყველაფერი გავაკეთო, რომ თავდაცვის ძალები იყვნენ სრულად უზრუნველყოფილნი. ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა ჯუანშერ ბურჭულაძეს, წინამორბედ მინისტრს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდშიც ძალიან ბევრი პოზიტიური და დადებითი ცვლილება განხორციელდა თავდაცვის ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში, რამაც ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. გეტყვით იმას, რომ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რა გეგმებით უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი თვალსაზრისით. მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო ამ გეგმების აღსრულება. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი და დიდი როლი ეკუთვნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და საერთაშორისო თანამშრომლობას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღეს ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი