ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

09 თებერვალი 2024, 15:26 1033 ნახვა

სექსუალური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა ახალგაზრდაზე იძალადა. 

შსს-მ გამოძიება 137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.

ქობულეთში  შშმ პირზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი პირი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი