მერაბ  ღოღობერიძის დაკითხვა

16 მარტი 2017, 00:00 4799 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის გამოკითხვა შესაძლოა დღეს განახლდეს,  მას საგამოძიებო უწყებაში 11 მარტის მოვლენებზე მოწმის სტატუსით გამოკითხავენ. პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოკითხვა შეწყდა.  საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა განაცხადა, რომ ენდობა უწყების მუშაობას, თუმცა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომას მაინც ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ 11 მარტის აქციის მსვლელობაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ მანაც უნდა აიღოს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება. 

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი