მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეაფასეს მთავრობის სამოქმედო გეგმა, ხოლო მთავარი გზავნილები ევროპული რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა. მიაჩნიათ, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ გააანალიზოს მიღებული 9 პუნქტი და დააჩქაროს გზა ევროკავშირისკენ,რადგან დიპლომატების აზრით,საქართველოს წინსვლა დაკავშირებულია სწორედ ევროკავშირის წევრობასთან. მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მთავარი კითხვაა როდის გადავა საქართველო მომდევნო და ახალ ეტაპზე, ანუ როდის გაიხსნება მოლაპარაკებების ფანჯარა უკვე გაწევრიანების შესახებ. საქართველოში გერმანიის ელჩი არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლებლობა დეკემბრის ბოლოს გაჩნდეს.