მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი

08 თებერვალი 2024, 18:09 525 ნახვა

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები გრძელდება - ამ წუთებში ტრიბუნასთან ერთმანეთს ფრაქციების თავმჯდომარეები ენაცვლებიან. მანამდე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. როგორ აპირებს სიღარიბის დაძლევას - ირაკლი კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს მოსახლეობას შეჰპირდა, რომ 15 პროცენტიან სიღარიბის მაჩვენებელს გაანულებს. პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება და მათ 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში მოღალატეები უწოდა. გააკრიტიკა ასევე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და მას რამდენიმე გახმაურებული საქმე შეახსენა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი