მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი

08 თებერვალი 2024, 15:04 494 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე უსმენენ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში. სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა.

თავის მხრივ კი ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა და ''ქართული ოცნების'' მიღწევებზე ისაუბრა. ასევე გააჟღერა გეგმები, რომლებიც ''ქართული ოცნების'' და მისი პრემიერობის პერიოდში განხორციელდება.

“0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე” - ეს ორი საკითხი დაასახელა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეროვნულ ამოცანად. აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ''ქართული ოცნების'' მთავარი მიზანიც. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი