ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შემთხვევა დილით ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლი უკვე გამოკითხეს.