უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 92 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

07 თებერვალი 2024, 10:30 412 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე  92 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმცხადებით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ განახორციელეს 4 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა,  88 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონსა და მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებში განმარტეს, რომ რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა მიკოლაივისა და ხერსონის მიმართულებით X-22 ტიპის რაკეტები გაუშვეს. რაკეტები დაფიქსირდა სუმისა და პოლტავის ოლქებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი