პარლამენტში დღესვე მინისტრობის კანდიდატების დარჩენილი ნაწილის მოსმენა გრძელდება. პროცესი დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები პასუხობენ. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე ,რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასაც უსწრებს,ასევე მინისტრებმა ისაუბრეს 2024 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი, გაწერილი განრიგის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.