კულტურის სახლის რეაბილიტაცია

06 თებერვალი 2024, 10:05 574 ნახვა

ქობულეთის მერიის შენობის წინ მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. პროექტის მიხედვით განახლდა დარბაზი, სცენა, კულისები. შეიცვალა სახურავი, გათბობა-გაგრილების  სისტემა.

პროექტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 800 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგროც ქობულეთის მერი ამბობს კულტურის სახლის პროექტი წინა ხელისუფლების დროს შეიძინეს და  თავიდანვე  გარკვეული ხარვეზები ჰქონდა. შენობა 2014 წელს აშენდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში