დილიდან თოვს მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან იწმინდება, როგორც ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.
მაღალმთიან აჭარაში ორი დღის განმავლობაში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი.