ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჩილეს ხელისუფლებამ დაზარალებულ რაიონებში კომენდანტის საათი დააწესა.
ხანძრის შედეგად დაზიანებულია 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დამწვარია 8 000 ჰექტარზე მეტი ფართობი. მეხანძრეები სამხედროებთან ერთად, ხანძრის ათობით კერას ებრძვიან.