ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7 პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობილია, რომ დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის განცხადებით, არსებობდა მიმალვის და დანაშაულის გამეორების საფრთხე.
რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, ისინი ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საგამოძიებო უწყებამ გუშინ, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მათ ბრალი თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით აქვთ წარდგენილი.