ხელოვნების უნივერსიტეტში ქალთა კლუბის ორგანიზებით საავტორო ჩვენება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მეცხრამეტე, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის სამოსი.
პროექტის მიზანი სტუდენტების დასაქმება და გადამზადებაა.
ღონისძიების ორგანიზტორები უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის ერთ სტუდენტს შეარჩევენ, რომელიც სახელოსნოში გადამზადდება.