მონაწილეობითი ბიუჯეტი ხელვაჩაურში

04 თებერვალი 2024, 11:15 1052 ნახვა

„საქანელა - სარფის სავიზიტო ბარათი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განსახორციელებლად სარფის საჯარო სკოლის დირექტორმა ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსება მოიპოვა. მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, ირმა მგელაძემ სარფში ექსტრემალური ატრაქციის მოწყობის იდეა სპეციალურ კომისიას წარუდგინა.

მისი კონკურენტის იდეა, მინის ხიდი, სკოლის მოსწავლეს ეკუთვნოდა, თუმცა არჩევნებში 72 მოქალაქიდან 65-მა მგელაძის იდეას მისცა ხმა.

პროექტის თანახმად წლის ბოლომდე სარფს ახალი გასართობ-რეკრეაციული სივრცე უნდა შეემატოს. იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის მუნიციპალიტეტში მეორე წელია ხორციელდება, გასულის წლის გამარჯვებული წარწერა "მე მიყვარს აჭარისწყალი" იყო. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში